ალექსანდერ – გოლდსტეინის სინდრომი

ალექსანდერ – გოლდსტეინის სინდრომი – ფსევდოჰემოფილია, მემკიდრეობითი თრომბოციტოპათია ჰემორაგიული დიათეზით. ვლინდება ჯერ კიდევ ჩვილ ასაკში ლორწოვანი გარსებიდან პერიოდული სისხლდენით. თრომბოციტების რაოდენობა ნორმალურია ან ოდნავ შემცირებული. მათი აგლუტინაციის უნარი დაქვეითებულია, სისხლდენის დრო გახანგრძლივებულია. სისხლის კოლტის რეტრაქციის და შედედების დრო კი ნორმალურია. უპირატესად ავადდებიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. სინონიმები: ვილებრანდ – იურგენსის სინდრომი, ვილებრანდის სინდრომი. [“3”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.