ალცჰეიმერის დაავადება

თურმანიძის მალამო

ალცჰეიმერის დაავადება – თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება.

ხასიათდება: კლინიკურად – პროგრესირებადი დემენციით, პათომორფოლოგიურად – ნერვული უჯრედების რაოდენობის შემცირებით. ვლინდება 40 წლის შემდგომ ასაკში. დაავადების საწყისი სიმპტომი ხშირად მეხსიერების დარღვევაა; თანდათანობით ვითარდება საფეთქელ – თხემის, შემდეგ კი ქერქის სხვა ნაწილების სულ უფრო ღრმა დისფუნქცია, რაც ვლინდება მეტყველების დარღვევით, პიროვნების ცვლილებებით. ავადმყოფები სულ უფრო უმწეონი ხდებიან. პირველი სიმპტომების გამოჩენიდან ლეტალურ გამოსავლამდე საშუალოდ გადის 8 წელი. დიაგნოსტიკა საჭიროებს სხვა დაავადებების გმორიცხვას. (1)

ალცჰეიმერის დაავადება (Alzheimer disease) – დაავადებისათვის დამახასიათებელია, მეხსიერების პროგრესირებადი დარღვევა, უნარ-ჩვევების დაკარგვა (მაგალითად, წერის დავიწყება), ფსიქიური მოშლილობები, ჰიპერკინეზია და ა.შ., რაც დაკავშირებულია ტვინის დიფუზურ ატროფიასთან (საყოველთაოდ აღიარებული აზრით ნეირონებში გროვდება ცილა – ბეტა-ამილოიდი და წარმოიქმნება ამილოიდური ფოლაქები). დაავადება ვლინდება 55 წლის შემდეგ, მემკვიდრეობს აუტოსომურ-დომინანტური ტიპით (ლოკუსი AD1, მოთავსებულია 21-ქრომოსომის q21.1 მონაკვეთში). (2)

♦ ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობა უცხოეთში >>


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook