ალცჰეიმერისებური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალცჰეიმერისებური სინდრომი – სენილური ჭკუასუსტობა – ფსიქიკური დარღვევების სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვითარდება მოხუცებულობისას ან სიბერის ასაკში. ვლინდება ჭკუასუსტობით, რომელიც შერწყმულია უმაღლესი ქერქული ფუნქციების კეროვან დარღვევებთან (აფაზია, აპრაქსია, აგნოზია). დაავადების არსია ტვინში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა და ნერვულ უჯრედთა და ბოჭკოების დისტროფია, ძირითადად მარცხენა საფეთქლისა და თხემის მიდამოში. სინონიმი: ჰაკებუშ – ჰეიერ – ჰეიმანოვიჩის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!