ამინოქსიდაზები

ამინოქსიდაზები – ფერმენტების ჯფუფი – ამინების ჟანგვითი დეზამინირების კატალიზატორები. განეკუთვნებიან ოქსიდორედუქტაზებს. ამინოქსიდაზები გვხვდება ადამიანისა და ცხოველთა ღვიძლში, თირკმლებში, მცენარეებსა და ბაქტერიებში. მონოამინოქსიდაზა მიტოქონდრიებში გხვდება და ახდენს მონოამინების, მათ შორის ადრენალინის, სეროტონინისა და სხვა ბიოგენური ამინების დეზამინირებას. დიამინოქსიდაზა მოქმედებს ჰისტამინსა და სხვა დიამინებზე. სისხლის ამინოქსიდაზები პოლიამინების დეზამინირებას ახდენს. ამინოქსიდაზები აუვნელებენ აგრეთვე ნაწლავებში ლპობის ბაქტერიების ცხოველმოქმედების შედეგად წარმოქმნილ ამინებს. [“1”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.