ამნეზიური სინდრომი

ამნეზიური სინდრომი – ფსიქოპათოლოგიური სიმპტომთკომპლექსი, რომელშიც წამყვანი ადგილი უკავია მეხსიერების მოშლას მიმდინარე მოვლენებზე. აღინიშნება ტვინის ორგანული დაზიანების დროს, გამოწვეული ინტოქსიკაციებით, ტრავმებით, ინფექციებით, ალკოჰოლური პოლინევრული ფსიქოზით (კორსაკოვსკის ფსიქოზი), სიმსივნეებით, ინსულტებით.

ავადმყოფები ვერ იმახსოვრებენ გარემოებებს, გარშემომყოფ პირებს, ვერ ორიენტირდებიან დროსა და სივრცეში, არ ახსოვთ ვის ელაპარაკებოდნენ სულ მცირე ხნის წინ, რას აკეთებდნენ, მაგრამ შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ მონაწილეობის შესახებ მოვლენებში, რომლებიც თითქოსდა მოხდა და რომლებიც სინამდვილეში არ ყოფილა (კონფაბულაციები). გარეგნულად ადმყოფები მოწესრიგებულნი არიან.

აღენიშნებათ მხოლოდ ადინამია, ინიციატივის არქონა; გუნებ – განწყობა ხშირად განურჩეველი, ზოგჯერ დათრგუნულია, აღინიშნება სისუსტე, გადაღლილობა, გაღიზიანებადობა; რიგ შემთხვევებში – ამაღლებული განწყობა (ეიფორია). აზროვნება განპირობებულია მხოლოდ გარეგნული შთაბეჭდილებებით. ამასთან, ავადმყოფებს უნარი აქვთ იმსჯელონ, გააკეთონ დასკვნები, თუკი საჭირო არ არის მიმდინარე მოვლენების გახსენება.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.