ანგიოფიბრომა

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანგიოფიბრომა – (angiofibroma; ბერძ. Angeion – სისხლძარღვი, ლათ. fibra – ბოჭკო + oma სიმსივნე; სინ. ჰემანგიოფიბრომა) კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვოვანი და ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილების შერწყმით. ლორწოვანი გარსების ანგიოფიბრომას აქვს პოლიპის სახე. ხშირი სისხლჩაქცევების გამო სიმსივნემ შესაძლოა მიიღოს მურა ფერი. კანის ანგიოფიბრომას აქვს მცირე ზომის, კარგად შემოფარგლული კვანძის ფორმა. სიდეროზული ანგიოფიბრომა ხასიათდება ჰემოსიდეროფაგების დიდი რაოდენობით. სიმსივნის ლოკალიზაცია მრავალგვარია, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსები და კიდურების კანი. გვხვდება შედარებით იშვიათად, უპირატესად საშუალო და ხანშიშესულ ასაკში. ანგიოფიბრომა იზრდება ნელა, ზოგჯერ ზრდა ჩერდება; ქირურგიული მოკვეთის შემდეგ რეციდივები იშვიათია; პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Share this...Share on Facebook
Facebook