ანეუპლოიდია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანეუპლოიდია – (aneuploidia ბერძნ.an – უარყოფა eu – კარგი და ploos – დალაგება; ეუპლოიდიის საპირისპირო იხ.) უჯრედებში ქრომოსომების რიცხვის შეცვლა, რაც დაკავშირებულია ქრომოსო­მების ნაკრებში ერთი ან მეტი ქრომოსომის დაკარგვასა ან მომატებასთან. უფრო ხშირად ანეუპლოიდია გამოწვეულია მიტოზის დროს ქრომოსო­მების დაუცილებლობით რაიმე გარე ან შიგა ფაქტორების გავლენით. ამ დროს ნაკრებებში ქრომოსომების ბალანსირებული რიცხვი ირღვევა. იმისდა მიხედვით, თუ ქრომოსომების რა რაოდენობა აკლია, ან აღემა­ტება დიპ­ლოიდურ ნაკრებში ქრომოსომების რიცხვს, არჩევენ ანეუპ­ლოიდური უჯრედების რამდენიმე ფორმას: მონოსომაკებს, ნული­სომაკებს, ტრისომაკებს, ორმაგ ტრისომაკებს, ტეტრასო­მაკებს, პოლისომაკებს. სინ. ჰეტეროპლოიდია, პოლისომია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი