ღორის გრიპის ვაქცინა

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი”, N3, ნოემბერი, 2009 წ.

ამერიკული პორტალის education.com პუბლიკაციის მასალებიდან

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, განაცხადა პრაქტიკოსმა ექიმმა დოქტორ ალან ლევინმა, მიღებული გვაქვს ის რაოდენობა, რომელიც მივაწოდეთ მაღალი რისკის ავადმყოფებს, დაავადებულებს დიაბეტით, ასთმით და სხვა სარისკო სენის მქონე პაციენტებს, რომლებისათვის ღორის გრიპი წარმოადგენს ყველაზე მეტ საშიშროებას.

ვაქცინის მოწოდების პროცესში, იმისათვის რომ დარწმუნდეს, რომ საჭირო ვაქცინა აღწევს ყველაზე მეტი მოთხოვნილების მქონე პაციენტამდე, დოქტორი ლევინი ადგენს მათ პრიორიტეტულ სიას. თავის ნიუ იორკის ოფისში ტელეფონით უწევს ზოგი მშობლისთვის არასასიამოვნო პასუხის გაცემა, რომ მოუწევთ დაცდა, ვინაიდან ვაქცინის მოწოდება ჯერ არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრებმა ზაფხულში სავარაუდოთ განსაზღვრეს, რომ 30 ოქტომბრისთვის მათ მიაწვდიან ვაქცინის დაახლოებით 40 მლნ. დოზას, ფაქტიურად მოწოდებული იქნა 25% ნაკლები.
გასულ ხუთშაბათს დაავადებათა კონტროლის ცენტრების თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაწილებულ იქნება 41,6 მლნ. ვაქცინის დოზა. მთლიანობაში კი 250 მლნ. დოზა ვაქცინის წარმოებისათვის კონტრაქტი დაიდო ხუთ მწარმოებელთან…
ამავე დროს ღორის გრიპი ბობოქრობს უმეტეს შტატებში…

დოქტორ კრისტოფერ ტოლხერისთვის, რომელსაც გააჩნია პრაქტიკა, ლოს ანჟელესის მიდამოებში და ამ ტერიტორიის სხვა 7 ექიმისათვის, ვითარება იქცა ყველა ტიპის გრიპის სეზონად. მან განაცხადა, რომ მისმა პედიატრიის დასავლეთის პრაქტიკამ ორი კვირის წინ მიიღო ვაქცინის 1200 დოზა, შეკვეთის 20%, მაგრამ სწრაფად გახარჯა. ისინი ელიან ვაქცინის მეტ რაოდენობას და, როგორც დოქტორ ლევინი და სხვები, პასუხობენ პაციენტებს, რომ არ შეუძლიათ მათ ახლავე გაუწიონ მომსახურება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა ყოველ კვირეულ ბრიფინგზე სთქვა, რომ მათ აქვთ იმედი, ვითარება გამოსწორდება, ვინაიდან ყოველკვირეულად იწარმოება და მიეწოდება მეტი ვაქცინა. მაგრამ იმუნიზაციისა და რესპირატორული დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ენ შუშამ (Dr. Anne Schuchat, director of the National Center for Immunization and Respiratory Diseases) იმავე ხუთშაბათს განაცხადა,რომ არა აქვს პროგნოზი იმის თაობაზე თუ რამდენ ხანს გასტანს მოწოდებაში დანაკლისი. მაგალითად მიმდინარე კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მეტეოროლოგიური პრობლემებით გამოწვეული შეფერხებების გამო 8 მლნ. ნაცვლად მოწოდებულ იქნა 5 მლნ. დოზა.

”ჩვენ კვლავ გვექნება და გაგრძელდება პანდემიის გამოძახილი და მე ვფიქრობ უნდა გავიგოთ, რომ ეს – მარათონია და არა სპრინტი. ეს – ვირუსია, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთად გადავლახავთ მას”- განაცხადა ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

მოსახლეობას მიეცა რეკომენდაცია: განსაკუთრებულად ვაქცინის უკმარისობის პერიოდში – ხშირად დაიბანეთ ხელი, ხველების დროს აიფარეთ პირზე, იყავით დაკვირვებული გრიპის ნიშნების დროულად გამოვლენისათვის. თუ ჩათვლით, რომ გადაგეყარათ გრიპი, გათავისუფლდით სკოლიდან ან სამსახურიდან და ეჩვენეთ ექიმს.

წყარო: www .education.com