ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ანოპტრული მიკროსკოპია – უჯრედების გამოკვლევის მეთოდი ანოპტრული მიკროსკოპის მეშვეობით, რომელიც ფაზურკონტრასტული მიკროსკოპის (იხ.მიკროსკოპია ფაზურკონტრასტული) სახესხვაობაა. ანოპტრალურ მიკროსკოპში ფაზური კონტრასტი მიიღწევა ბნელი არის ფონზე (იხ.ულტრამიკროსკოპია). ფაზურკონტრასტული და ბნელი არის ეფექტების შერწყმა შესაძლებელს ხდის ცოცხალი შეუღებავი უჯრედების შესწავლას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები 5. ორსულობა და მშობიარობა