Tag Archives: შეუღებავი

ყვითელი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითელი უჯრედები – (cellulae luteae) ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები, რომელთაც უფრო ხშირად უწოდებენ არგიროფილურ უჯრედებს ან კულჩიცკის უჯრედებს . მათ ყვითელს უწოდებენ მკრთალი ყვითელი ფერის ბაზალური მარცვლოვანების გამო, რომე­ლიც ჩანს ახალი შეუღებავი პრეპარატების შესწავლის დროს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More

ფაზურკონტრასტული მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფაზურკონტრასტული მიკროსკოპია – უჯრედების შესწავლის მეთოდი სინათლის მიკროსკოპში, რომელსაც აქვს ფაზურკონტრას­ტუ­ლი მოწყობილობა. სინათლის ტალღების ფაზათა გადაადგილებისა და სხვა ამპლიტუდიან ტალღებად მათი გარდაქმნის მეოხებით ფაზურ­კონტ­რასტულ მიკროსკოპში გამოსაკვლევი ობიექტის სტრუქტურების კონ­ტრასტულობა მატულობს. ფაზურკონტრასტული მიკროსკოპი შეუც­ვლელი ხელსაწყოა ცოცხალი შეუღებავი  უჯრედების შესას­წავლად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More