Tag Archives: მკრთალი

შტილერი სახე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტილერი სახე – შტილერის ჰაბიტუსი, შტილერის შესახედაობა, ეგრეთ წოდებული პარალიზირებული (დადამბლავებული) გულმკერდი, ტონალური ასთენია. დამახასიათებელია ტუბერკულოზით დაავადებულთათვის, ასთენიკებისათვის, რომელთაც აქვთ ენტერპტოზი მოძრავი თირკმლით, გულმკერდი ამ დროს არის გრძელი, ბრტყელი, მახვილი ეპიგასტრალური კუთხით. ხშირად პირებს ასეთი გულმკერდით არასამართლიანად აუცილებლად ტუბერკულოზით დაავადებულად მიიჩნევენ. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

შიგნითა ეპითელური ფესვის ბუდე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიგნითა ეპითელური ფესვის ბუდე – (vagina epithelialis radicularis interna)   თმის პარკის შიგნითა კედელი. შედგება კუტიკულისაგან, გრანულების შემცველი ეპითელური შრისა და ჰო­მოგე­ნური მკრთალი ეპითელური შრისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა