აორტის უკმარისობა

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აორტის უკმარისობა – (აორტის სარქვლის უკმარისობა) გულის მანკი, რომლის დროსაც აორტის სარქველები მთლიანად არ იხურება და დიასტოლის დროს სისხლი ბრუნდება უკან, გულში. შესაძლო მიზეზებია: ინფექციური ენდოკარდიტი, რევმატიზმი და სხვ; ავადმყოფის მდგომარეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლოა რჩებოდეს დამაკმაყოფილებელი, მარცხენა პარკუჭის გაძლიერებული მუშაობის კომპენსირებით; მისი ჰიპერტრფიის შედეგად კი შესაძლოა აღინიშნებოდეს სტენოკარდიის ტიპის ტკივილები გულის არეში. გულის უკმარისობის განვითარებისას ვლინდება ქოშინი, გულის ფრიალი, სისუსტე. დამახასათებელია კანის საფარველის სიფერმკრთალე, კისრის სისხლძარღვების პულსაცია, სისტოლური წნევის მომატება და დიასტოლური წნევის დაქვეითება. დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრაფიით

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook