Tag Archives: სარქვლის

გულის სარქვლების პლასტიკა და პროტეზირება

ფიზიოლოგიურად განსაზღვრულია სისხლის გარკვეული მიმართულებით დინება გულის ღრუებში, რისთვისაც აუცილებელია გულის სარქვლების  ნორმალური ფუნქციონირება. გულის სარქვლები  განლაგებულია პარკუჭებსა და წინაგულებს და ასევე მარცხენა პარკუჭსა და აორტას შორის, მარჯვენა პარკუჭსა და ფილტვის არტერიას შორის. სარქვლების შეთანხმებული მოქმედება სისტოლასა და დიასტოლაში განაპირობებს სისხლის ფიზიოლოგიურ დინებას და ეწინაამდეგება რეგურგიტაციას, არტერიული და ვენური სისხლის შერევას, გულის  ღრუების გადავსებას. გულის სარქვლების

Read More

შეიეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეიეს დაავადება – (H. G. Scheie, ამერ. ოფთალმოლოგი; სინ.: მეხუთე ტიპის მუკოპოლისაქარიდოზი, ულრიხ – შეიეს დაავადება, ჰურლენის გვიანი სინდრომი)მემკვიდრეობითი დაავადება მუკოპოლისაქარიდოზების ჯგუფიდან, რომელიც განპირობებულია ფერმენტ α – L – ინდურონიდაზის დეფექტით; ვლინდება მრავლობითი დეფორმაციებითა და კიდურების სახსრების მოძრაობის შეზღუდვით, რქოვანას შემღვრევით. დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება სკოლის ასაკში.

Read More