აორტის რკალის ანევრიზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აორტის რკალის ანევრიზმა – ხშირად წარმოადგენს მისი ათეროსკლეროზული დაზიანების შედეგს; იშვიათად იგი წარმოიქმნება გულმკერდის დახურული ტრავმის შედეგად. ამასთან ტრავმიდან ანევრიზმის განვითარებამდე შესაძლებელია გავიდეს მნიშვნელოვანი პერიოდი (3 თვიდან 20 წლამდე). სიმპტომები, მიმდინარეობა. ათეროსკლეროზული დაზიანება აღინიშნება დაახლოებით 60 წლის ასაკში. კლინიკური სურათი განპირობებულია გულის, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებით; ადგილობრივად შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს აორტის რკალის ტოტების გაჭყლეტის მოვლენებს. ანევრიზმის ტრავმული წარმოშობის დროს ვლინდება ტკივილი გულმკერდში, ქოშინი. მიშვნელოვანი როლი ეკისრება გულმკერდის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც ავლენს აორტის გაფართოებასა და კალცინოზს. აორტოგრაფია საშუალებას იძლევა დადგინდეს აორტის კედლის ცვლილებების ხასიათი. მკურნალობა – ოპერაციულია – აორტის რკალის და მისი ტოტების პროთეზირება; პროგნოზი – სერიოზული.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა