აუდიტორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აუდიტორი – პირი, რომელიც ამოწმებს სააქციო საზოგადოების სამეურნეო – ფინანსურ საქმიანობას. აუდიტორები შეიძლება იყვნენ ცალკეული პირები ან აუდიტორული ფირმები სამოქალაქო პროფესიული საზოგადოებების სახით. არავის აქვს აუდიტორების ფუნქციების შესრულების უფლება სპეციალურ წიგნში გატარების გარეშე. როგორც წესი, აუდიტორი ინიშნება აქციონერთა საერთო კრებით, გარკვეული ვადით და თავისუფლდება ასევე საერთო კრების გადაწყვეტილებით. აუდიტორებს ჰონორარს უხდის სააქციო საზოგადოება. აუდიტორის ძირითადი ამოცანაა – ფირმის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დასკვნის გაკეთება. ამისათვის მათ უფლება აქვთ ნებისმიერ დროს ჩაატარონ ნებისმიერი შემოწმება, რასაც ამისათვის საჭიროს ჩათვლიან, მაგრამ არა აქვთ საზოგადოების მართვაში ჩარევის უფლება. აუდიტორებს უფლება აქვთ მოითხოვონ ნებისმიერი საბუთი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან. მათ შორის: კონტრაქტები, საბუღალტრო წიგნები, უწყისები და ს. შ. აუდიტორული შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნა მოეხსენება სააქციო საზოგადოების საერთო კრებას. ხოლო აღმოჩენილ დარღვევებზე, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავენ – მოეხსენება პროკურორს. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობით მკაფიოდ არის განსაზღვრული იმ პირთა წრე, რომლებსაც აქვთ სააქციო საზოგადოების აუდიტორად ყოფნის უფლება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა