ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
არგიროფილური უჯრედები – (cellulae argyrophilae ბერძნ. argyrus – ვერცხლი და პhილია – სიყვარული) ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები (ენდოკრინოციტები), რომელთა ბაზალურ ნაწილში წვრილი მარცვლოვანებაა (აქედან სინ. უჯრედები ბაზალურმარცვლოვანი). ვარაუდობენ, რომ მარცვლოვანება შეიცავს კასტლის ნივთიერებას (შინაგან ანტიანემიურ ფაქტორს) და ჰორმონ სეკრეტინს, რომელიც არეგულირებს სეკრეტის გამოყოფას კუჭუკანა ჯირკვლიდან, დუოდენური ჯირკვლებიდან, ნაღვლის გამოყოფას ნაღვლის ბუშტიდან. უჯრედების სახელწოდება ასახავს მათ უნარს – კარგად იმპრეგნირდნენ ვერცხლის მარილებით. სინ. უჯრედები არგენტაფინური ან არგენტოფილური, უჯრედები ენტეროქრომაფინური, უჯრედები კულჩიცკის, უჯრედები ყვითელი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები 5. ორსულობა და მშობიარობა