არგიროფილური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

არგიროფილური უჯრედები – (cellulae argyrophilae ბერძნ. argyrus – ვერცხლი და პhილია – სიყვარული) ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები (ენდოკრინოციტები), რომელთა ბაზალურ ნაწილში წვრი­ლი მარცვლოვანებაა (აქედან სინ. უჯრედები ბაზალურმარცვლოვანი). ვარაუდობენ, რომ მარცვლოვანება შეიცავს კასტლის ნივთიერებას (შინაგან ანტიანემიურ ფაქტორს) და ჰორმონ სეკრეტინს, რომელიც არეგულირებს სეკრეტის გამოყოფას კუჭუკანა ჯირკვლიდან, დუო­დენური ჯირკვლებიდან, ნაღვლის გამოყოფას ნაღვლის ბუშტიდან. უჯრედების სახელწოდება ასახავს მათ უნარს – კარგად იმპრეგნირდნენ ვერცხლის მარილებით. სინ. უჯრედები არგენტაფინური ან არგენტოფი­ლური, უჯრედები ენტეროქრომაფინური, უჯრედები კულჩიცკის, უჯრედები ყვითელი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა