აქრომატული თითისტარა

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აქრომატული თითისტარა – (fuscus achromaticus) უჯრედის გამყოფი აპარატი, რომელიც შედგება ორი ტიპის სუსტად ღებვადი ცილოვანი ძაფებისაგან. ზოგიე­რთი მათგანი უწყვეტად მიდის მიტოზით გაყოფადი უჯრედის ერთი პოლუსიდან მეორისაკენ, აერთიანებს რა ასეთნაირად ორი უჯრედის ცენტრის ცენტრიოლებს. სხვა აქრომატული ძაფები, რომლებსაც ზოგჯერ ქრომოსომულებს უწოდებენ, აერთებს ცენტრიოლებს ქრომო­სომების ცენტრომერებთან. ეს ძაფები მონაწილეობს ქრომოსომების გადაადგილებაში უჯრედის პოლუსებისაკენ ანაფაზის დროს. მთლიანად აღწერილი ბოჭკოვანი წარმონაქმნი გაყოფად უჯრედში თავისი ფორმით თითისტარს ჰგავს. ხშირად ამ სახელწოდების ნაცვლად ხმარობენ ტერ­მინს „აქრომატული ანუ გამყოფი აპარატი“, გულისხმობენ რა ამ აღ­ნიშვნაში ძიძისტარასა და ცენტრიოლებიანი ცენტროსომების ერძობ­ლიობას. ცენტროსომების რიცხვის მიხედვიძ აქრომატული აპარატი შეიძლება იყოს უნი – , ბი – ან მულტიპოლარული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook