ბაროოტიტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბაროოტიტი – (ბერძ. baros – სიმძიმე) ბაროტრავმის ფორმა, რომელიც განპირობებულია ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობით (რყევებით) კესონურ და წყალქვეშა სამუშაოების შესრულების დროს, ჰაერში ფრენისას. ხასიათდება ყურებში მწვავე ტკივილით, ყურების შეგუბებით, სმენის დაქვეითებით. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს დაფის აპკის დაზიანებას, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ყურიდან სისხლდენა. მის გართულებას წარმოადგენს ჩირქოვანი ოტიტი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა