ბადურის სიმსივნეები

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბადურის სიმსივნეები – (თვალის დაავ.) რეტინობლასტომა – ჭეშმარიტი ავთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც უვითარდებათ ბავშვებს ადრეულ ასაკში – (რამდენიმე თვიდან 2 – 5 წლამდე). სიმპტომები. უხშირესად ზიანდება ერთი თვალი. დაავადება თავდაპირველად შეუმჩნეველია, ხოლო როდესაც ახალწარმონაქმნი აღწევს მნიშვნელოვან ზომებს, მშობლები ამჩნევენ ე.წ. გუგის ნათებას. თვალი დაბრმავებულია, გუგა გაფართოებული, მისი სიღრმიდან მოჩანს მოყვითალო – თეთრი რეფლექსი (,,ამავროზული კატის თვალი”). წინა საკანი დაპატარავებულია, მატულობს თვალშიდა წნევა. სიმსივნის ორბიტაში ჩაზრდის შემთხვევაში ვითარდება ეგზოფთალმი. პროგნოზი არასაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook