Tag Archives: სიმსივნეები

ჰიპერტენზიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერტენზიული სინდრომი – სიმპტომთკოპლექსი, რომელიც განპირობებულია ქალაშიდა წნევის სტაბილური ან პროგრესირებადი მომატებით; მის განვითარებას განაპირობებს სიმსივნეები, აბსცესები, თავის ტვინის პარაზიტული დაავადებები, ქალა – ტვინის ტრავმული დაზიანებები, თავის ტვინის სხვადასხვა ეტიოლოგიის შეშუპებები, ასევე დაავადებები, რომლებიც იწვევენ თავის ტვინის პარკუჭოვანი სისტემიდან სითხის გამოდინების დარღვევას, ან მის პროდუქციასა და რეზორბციას

Read More

გერვიგ – მაჟანდის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გერვიგ – მაჟანდის სიმპტომი – (K. H. Hertwig გერმ. ფიზიოლოგი; F. Magendie, ფრანგ. ნევროპათოლოგი) შეძენილი სიელმის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ხასიათდება თვალების თავისებური მდებარეობით, რომლის დროსაც ერთი თვალი მობრუნებულია ქვევით და შიგნით, ხოლო მეორე – ზემოთ და გარეთ. დამახასიათებელია, რომ თვალების დისოცირებული მდებარეობა შენარჩუნებულია მზერის ნებისმიერი მიმართულების დროს.

Read More