ჰიპერტენზიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერტენზიული სინდრომი – სიმპტომთკოპლექსი, რომელიც განპირობებულია ქალაშიდა წნევის სტაბილური ან პროგრესირებადი მომატებით; მის განვითარებას განაპირობებს სიმსივნეები, აბსცესები, თავის ტვინის პარაზიტული დაავადებები, ქალა – ტვინის ტრავმული დაზიანებები, თავის ტვინის სხვადასხვა ეტიოლოგიის შეშუპებები, ასევე დაავადებები, რომლებიც იწვევენ თავის ტვინის პარკუჭოვანი სისტემიდან სითხის გამოდინების დარღვევას, ან მის პროდუქციასა და რეზორბციას შორის ბალანსის დარღვევას (ჰიდროცეფალიის სხვადასხვა ფორმები, თავის ტვინისა და მისი გარსების ანთებითი დაავადებები)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა