Tag Archives: ფორმები

ჰიპერტენზიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერტენზიული სინდრომი – სიმპტომთკოპლექსი, რომელიც განპირობებულია ქალაშიდა წნევის სტაბილური ან პროგრესირებადი მომატებით; მის განვითარებას განაპირობებს სიმსივნეები, აბსცესები, თავის ტვინის პარაზიტული დაავადებები, ქალა – ტვინის ტრავმული დაზიანებები, თავის ტვინის სხვადასხვა ეტიოლოგიის შეშუპებები, ასევე დაავადებები, რომლებიც იწვევენ თავის ტვინის პარკუჭოვანი სისტემიდან სითხის გამოდინების დარღვევას, ან მის პროდუქციასა და რეზორბციას

Read More

აღრიცხვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აღრიცხვა – ნიშნებით ოპერირების წესთა სისტემა, რომელიც აფართოებს შინაარსობრივი აზროვნების შესაძლებლობას ამოცანათა გადაჭრასა და მოცემული აღრიცხვის (,,ენის”) საშუალებებით გამოთქმულ მსჯელობათა დამტკიცებაში. აღრიცხვის თავისებურება იმაშია, რომ ობიექტები, რომლებიც მასში ოპერირებენ, არიან მატერიალური საგნები (რიცხვები, ასოები და სხვ. ნიშნები), ისინი პრაქტიკულად უცვლელი რჩებიან მათდამი აღრიცხვის წესთა მიყენების პროცესში. ისტორიულად

Read More