ბაზოფილია

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბაზოფილია – უჯრედული სტრუქტურების უნარი შეიღებოს ფუძე საღებრებით (პირონინით, მეთილენლურჯით, აზურითა და სხვ.). ბაზოფილია ძირითადად განპირობებულია უჯრედის ციტოპლაზმაში რიბონუკლეინის მჟავის სიჭარბით. ნიშანდობლივია მცირედ დიფერენცირებული, აქტიურად მზარდი, ცილის ინტენსიურად მასინთეზებელი უჯრედებისათვის (მაგ. ემბრიონის, სიმსივნეების, კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლისა და ნერვული ქსოვილის უჯრედები დასხვ.). უჯრედული სტრუქტურებისათვის დამახასიათებელ ბაზოფილიას ან აციდოფილიას იყენებენ სისხლის უჯრედების განსასხვავებლად, ჰიპოფიზის წინა წილის უჯრედების საანალიზოდ და სხვ. [“1”] ბაზოფილია – (basophilia ბერძნ.basis – საფუძველი და philia – სიყვარული) – უჯრედის სტრუქტურული კომპონენტების უნარი, შეიღებოს ძირითადი საღებავებით, მაგალითად, ჰემატოქსილინით, აზურით, საფრანინითა და სხვ. როგორც წესი, ბაზოფილია დაკავშირე­ბულია უჯრედების ციტოპლაზმაში Hნმ – ის მომატებულ რაოდენობით შემცველობასთან და დამახასიათებელია მცირედ დიფერენცირებული, აქტიურად მზარდი, ცილის ინტენსიურად მასინთეზებელი განსაკუთ­რებით სიმსივნური უჯრედებისათვის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook