Tag Archives: უჯრედებისათვის

მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი – (ფრანგ. code – პირობითი შემოკლება, შიფრი, ლათ.informare – შეტყობინება) გენეტიკური კოდი, რომელსაც ახასიათებს მემკვიდრეობის მატერია­ლურ სუბსტრატში – დნმ – ის მოლეკულაში აზოტური ფუძეების გარკვეული მონაცვლეობით განლაგება. უოტსონისა და კრიკის (1953) ჰიპოთეზის თანახმად, დნმ – ის მოლეკულა თავისი სტრუქტურით ჰგავს სპირალურად დახვეულ თოკის კიბეს,

Read More

ლიპიდურუჯრედოვანი სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიპიდურუჯრედოვანი სიმსივნეები – საკვერცხის უცნობი გენეზის სიმსივნეების ჯგუფი, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ლიპოქრომულ პიგმენტს და გაერთიანებული არიან ერთი ტერმინით, იმის საფუძველზე, რომ ყველანი ისინი შედგებიან უჯრედებისაგან, რომელთაც აქვთ სტეროიდულპროდუცირებადი უჯრედებისათვის დამახასიათებელი მორფოლოგია. ლიპიდურუჯრედოვან სიმსივნეებს მიეკუთვნება სიმსივნეები, რომლებიც ვითარდებიან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქიდან, საკვერცხის უჯრედებიდან, ასევე ლუთეომები. გაფრთხილება! ბმულები:

Read More