Tag Archives: ქიმიური

გლიკობიოლოგია

განმარტებითი ლექსიკონი გლიკობიოლოგია – ნახშირწყლების და ნახშირწყლოვანი ნაერთების (განსაკუთრებით გლიკოპროტეინების) ქიმიური, ბიოქიმიური შემადგელობის და სხვა ასპექტების შესწავლა.გლიკოპროტეინების შაქრის მოლეკულის აგებულების და  მისი როლის ზუსტი დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამკურნალო ნივთიერების შექმნისთვის (მაგალითად, ქსოვილოვანი პლაზმინოგენური აქტივატორები, იმუნურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები, ანტივირუსული სამკურნალო ნივთიერებები და რევმატოიდური ართრიტის საწინააღმდეგო საშულებები).

ანჰიდრაზა

განმარტებითი ლექსიკონი ანჰიდრაზა – ფერმენტი;ქიმიური ნაერთიდან წყლის მოცილების რეაქციის კატალიზატორი.