Tag Archives: ფუძეების

პურინისფუძეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პურინისფუძეები – პურინები, ბუნებრივი აზოტოვანი ჰეტეროციკლური ნაერთების ჯგუფი; წარმოადგენს პურინის ნაწარმს, რომელიც წარმოიქმნება პირიმიდინისა და იმიდაზოლის რგოლების შერწყმით. დიდ როლს თამაშობენ ცოცხალ ორგანიზმებში, სადაც გვხვდებიან როგორც თავისუფალი სახით, ისე რთული ნაერთების შედგენილობაში. მაგ., ნუკლეინის მჟავებში (ნმ) შედის ადენინი და გუანინი. რიბონუკლეინის მჟავაში (რნმ) პურინის ფუძეები დაკავშირებულია რიბოზასთან,

Read More

მუტაციები

მუტაციები – 1. (mutationes ლათ.mutatio – გადასხვაფერება, ცვლილება) უჯრედების მემკვიდრეობითი მასალის ცვლილება. არჩევენ მუტაციების რამდენიმე სახეს: კარიოტიპის ცვლილებას, ქრომო­სომულ აბერაციებსა და გენურ მუტაციებს. კარიოტიპის ცვლილება შეიძლება დაკავშირებული იყოს ბირთვში ქრომოსომების რიცხვის ტიპური დიპ­ლოიდურიდან გადახრასთან (ჰაპლოიდურობა, პოლიპლოი­დურობა, ანეუპლოიდურობა). ქრომოსომულ აბერაციებს თან სდევს ქრომო­სომების შეუქცევადი სტრუქტურული ცვლილებები, რომ­ლებიც სინათლის მიკროსკოპში ჩანს. ამ სახის მუტაციები იყოფა ე.წ.უკმარობად (ანუ

Read More