Tag Archives: ბიოქიმ

პურინისფუძეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პურინისფუძეები – პურინები, ბუნებრივი აზოტოვანი ჰეტეროციკლური ნაერთების ჯგუფი; წარმოადგენს პურინის ნაწარმს, რომელიც წარმოიქმნება პირიმიდინისა და იმიდაზოლის რგოლების შერწყმით. დიდ როლს თამაშობენ ცოცხალ ორგანიზმებში, სადაც გვხვდებიან როგორც თავისუფალი სახით, ისე რთული ნაერთების შედგენილობაში. მაგ., ნუკლეინის მჟავებში (ნმ) შედის ადენინი და გუანინი. რიბონუკლეინის მჟავაში (რნმ) პურინის ფუძეები დაკავშირებულია რიბოზასთან,

Read More

მუტანტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუტანტი – მემკვიდრულად შეცვლილ ორგანიზმთა ფორმები, რომლებიც საწყისისგან რომელიმე გადახრით განსხვავდება და მიიღება მუტაციის შედეგად. მუტანტი აღწერილია რამდენიმე ასეული წლის წინათ როგორც მცენარეებში (მაგ., შეცვლილფოთლებიანი მარწყვი და ქრისტესისხლა), ისე ცხოველებში (მოკლეფეხებიანი ცხვარი). XX ს. 20 – 30 – იან წლებში ინდუცირებული მუტაგენეზის აღმოჩენის შემდეგ მიიღეს ნაირგვარი მუტანტი.

Read More