აპუდ – სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აპუდ – სისტემა – ეწოდება ნეიროენდოკრინულ უჯრედებს, რომლებიც გაფანტულია მთელ ორგანიზმში (უპირატესად კუჭ – ნაწლავის ტრაქტში) და სეკრეტირებს ჰორმონულად აქტიურ პოლიპეპიდებს. ახასიათებს ამინების მაღალი შემადგენლობა. ამინების წინამორბედთა შეთვისება და ფერმენტ დეკარბოქსილაზის არსებობა. ამ მაჩვენებელთა (კრიტერიუმების) პირველი ლათინური ასოებისაგან შეიქმნა ტერმინი – აპუდ. აღნიშნელი სისტემის ცნობილი ”წარმომადგენელია” კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულაკების უჯრედები, ფარისებრი ჯირკვლის ”C” უჯრედები, თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის უჯრედები, ჰიპოფიზის ადრენოკორტიკოტროპულ და მელანოციტმასტიმულირებელი ჰორმონის გამომყოფი უჯრედები. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა