არაფულადი დაჯილდოება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

არაფულადი დაჯილდოება – თითოეული მომუშავისა და მთლიანად კოლექტივის შრომის სათანადო შეფასების სისტემა, მორალური წახალისების სახეები, შრომითი დამსახურების საზოგადოებრივი აღიარება. ეს არის კვანძოვანი პუნქტი სოციალური გარემოსი, რომელშიც გადაჯაჭვულია თანამშრომელთა სოციალური სტატუსი, პირადი და ჯგუფური ინტერესები, მათი სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებების შესაძლო დაკმაყოფილება ორგანიზაციის ძირითად მიზნებთან. ორგანიზაციაში არაფულადი დაჯილდოების სისტემის გამოყენებისას აქტუალურია არამატერიალური სტიმულირების არსებობა, რომელშიც შედის მორალური სტიმულირება, მაგალითად, თავისუფალი დროით სტიმულირება და ორგანიზაციული სტიმულირება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა