არაქნოიდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

არაქნოიდიტი – თავის ან ზურგის ტვინის ქსლისებრი გარსის სეროზული ანთება. წარმოადგენს ძალზე იშვიათ დაავადებას. ეტიოლოგია, პათოგენეზი. დიდი მნიშვნელობა აქვს წარსულში გადატანილ ტრავმას, მენინგიტს, სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას. ცერებრული არაქნოიდიტებიდან პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია ქალას უკანა ღრუს არაქნოიდიტს, რომელიც იძლევა ამ ლოკლიზაციის სიმსივნის იმიტირებას. სპინური ლოკალიზაციის დროს არაქნოიდიტი ჩვეულებრივ იმეორებს ზურგის ტვინის კომპრესიის კლინიკას. სისხლის კლინიკური ანალიზები და ცერებროსპინალური სითხის გამოკვლევა რაიმე სპეციფიკურ ცვლილებებს ვერ ავლენს. დაავადება ვლინდება მხოლოდ მიელოგრაფიით. ავადმყოფთა უმრავლესობას აქვთ ნევროზისმაგვარი მდგომარეობები, როგორიცაა თავის ტკივილი. მკურნალობა. ძირითადად ქირურგიულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა