არტეფაქტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

არტეფაქტი – (artefactus ლათ.ars, artis – ხელოვნება და factum – გაკეთებული) ჰისტოლოგიურ პრეპარატებში ხელოვნური წარმო­ნაქმნები (ნივთიერების, სურათის, სტრუქტურის), რომლებიც წარმოიქ­მნებიან ანათლების ტექნიკური დამუშავების შედეგად (ფიქსაციის, პარაფინსა და სხვა გარემოში ჩაყალიბების, მიკროტომით დაჭრის, ანა­თალების შეღებვის დროს და სხვა). არტეფაქტების მაგალითები შეიძლება იყოს ანათალების ნაბზარები და ნახლეჩები, საღებავების დალექვა, ნივთიერების სქელი კოაგულაცია ზოგიერთი ფიქსატორის მოქმედებით და სხვ. ელექტრონულ მიკროსკოპიაში ცნობილია უჯრედოვანი სტრუქტურების „შეჭმუხვნის არტეფაქტი“, რომელიც წარმოიქმნება გამოსაკვლევი ქსოვილის ნაჭრის მეტაკრი­ლატში ჩაყალიბებისას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა