აუტენტიკაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აუტენტიკაცია – (ინტ.) authentication – ინფორმაციის ნამდვილობის (აუტენტურობის) და დგენა მხოლოდ და მხოლოდ მისი შინაგანი სტრუქტურის საფუძველზე, წარმოშობის წყაროსაგან დამოუკიდებლად. აუტენტიკაციის მეთოდების დამუშავება სულ უფრო აქტუალური ხდება ინტერნეტის განვითარების კვალობაზე, რადგან პრობლემატურია ინტერნეტიდან მოპოვებული ინფორმაციის სანდოობის საკითხი. როგორც წესი,ინტერნეტიდან მოპოვებული ფარმაცევტული ინფორმაციის სანდოობის ხარისხი პირველ დონეზე დგინდება ამ ინფორმაციის შინაგანი სტრუქტურის ანალიზის, მეორე დონეზე კი – მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა