აფაზია

 

აფაზია – (ნერვ. დაავ.) მეტყველების დარღვევა, რომელიც ვითარდება თავის ტვინის ქერქის დაზიანების დროს (მემარჯვენეებში მარცხენა ნახევარსფეროს). მოტორული აფაზიის დროს ავადმყოფი უჩივის სიტყვების გამოთქმის გაძნელებას, თუმცა ესმის სხვისი საუბარი.

სენსორული აფაზიის შემთხვევაში მნიშვნელოვნად ირღვევა საუბრის აღქმა. ამნეზიური აფაზიის დროს ავადმყოფს ავიწყდება საგნების სახელწოდება, თუმცა ახსოვს მათი გამოყენების მნიშვნელობა. ძირითადი დაავადების მკურნალობა. ლოგოპედური ღონისძიებები.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი