აღქმის დარღვევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აღქმის დარღვევა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ობიექტებისა და გარემო მოვლენების, ასევე საკუთარი პიროვნებისა და სხეულის აღქმის ცვლილებებით. ფართო გაგებით, აღქმის დარღვევებს მიაკუთვნებენ გრძნობათა ორგანოების ფუნქციებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებს; ისინი ვლინდება აღქმული ობიექტების პარამეტრების მნიშვნელოვანი ცვლილებებით ან აღქმის მცდარობით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა