ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
აციდოფილური ენდოკრინოციტი – / ჰიპოფიზის ადენოციტი / – (endocrinocytus acidophilus ბერძნ.endon – შიგნით, cytos – უჯრედი, crinein – გამოყოფა, philia – სიყვარული და ლათ.acidus – მჟავა) ადენოჰიპოფიზის უჯრედთა ერთ – ერთი სახე, რომელთა ციტოპლაზმაში აღინიშნება აციდოფილური მარცვლოვანება. არჩევენ სომატოტროპულ (endocrinocytus somatotropicus) და მამოტროპულ ენდოკრინოციტებს (endocrinocytus mammotropicus seu prolactinocyti). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები 5. ორსულობა და მშობიარობა