ბადა-კიარის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბადა-კიარის სინდრომი – დაავადება, რომელიც განპირობებულია ღვიძლის მსხვილი ვენების თრომბოზის შედეგად ღვიძლიდან ვენური სისხლის გადინების შეფერხებით. გამოვლინება: ტკივილი მუცლის არეში, ზომიერი სიყვითლე, ასციტი და გადიდებული, მტკივნეული ღვიძლი. დიაგნოზი ზუსტდება სცინტიგრაფიითა და ულტრაბგერითი გამოკვლევით, კომპიუტერული ან კომპიუტერულ – რეზონანსული ტომოგრაფიით. მკურნალობა ოპერაციულია. კონსერვატულ თერაპიაში იყენებენ ანტიკოაგულანტებსა და ფიბრინოლიზურ საშუალებებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა