ბაზალური სხეულაკები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბაზალური სხეულაკები – (corpuscula basalia ლათ. corpus – სხეული, ბერძნ. basis – საფუძველი; სინ. კინეტოსომა) – პატარა სხეულა­კები წამწამების და შოლტის ფუძეზე. თავისი ულტრასტრუქ­ტურითა­ და საღებარებისადმი დამოკიდებულებით ისინი ცენტრიოლის მსგავსია. მევესის თეორიის თანახმად, ბაზალური სხეულაკი უჯრედის ცენტრის ცენტრიოლის წარმონაქმნია და უჯრედის დინამიკური აპარატის როლს ასრულებს. შედგება მიკრომილაკების 9 ტრიპლეტისგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა