ბარორეცეპტორები

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბარორეცეპტორები – (<ბერძნ. baros – სიმძიმე და რეცეპტორი), პრესორეცეპტორები, ბარორეცეპტორები, მექანორეცეპტორები, სისხლძარღვთა კედლებში არსებული გაღიზიანების მიმღები მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები, რომლებიც რეფლექსურად არეგულირებენ სისხლის წნევას. ამ მგრძნობიარე დაბოლოებათა გაღიზიანება ბუნებრივ პირობებში ხდება იმ დროს, როდესაც სისხლძარღვთა კედელი იჭიმება სისხლის წნევის მომატების გამო. ბარორეცეპტორები უხვად არის გულის, აორტის, კაროტიდული სინუსისა და ფილტვების რეფლექსოგენურ ზონებში. სისხლის წნევის მომატების შემთხვევაში ბარორეცეპტორები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გზავნის იმპულსებს, რაც ამცირებს სისხლძარღვთა ცენტრის ტონუსს და აძლიერებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ცენტრის მოქმედებას. ამის შემდეგ სისხლის წნევა ნორმალურ დონემდე მცირდება. ბარორეცეპტორები ეგუება სისხლის წნევის მომატებას, (იხ. ადაპტაცია ფიზიოლოგიური) თუ იგი ხშირად და ხანგრძლივად მიმდინარეობს, რაც შეიძლება ჰიპერტონული დაავადების ერთ – ერთ მიზეზად ჩაითვალოს. [“1”]

გაფრთხილება!