ბატლერ – ოლბრაიტის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბატლერ – ოლბრაიტის სინდრომი – ქრონიკული მილაკოვანი აციდოზი,ფოსფატ – დიაბეტი, ჰიპოფოსფატემიური ტუბულოპათია, რაქიტი – რეზისტენტული ვიტამინ”დ” – ს მიმართ. რენალური – ტუბულური აციდოზი. სინდრომი ყალიბდება ინტერსტიციული აღმავალი პიელონეფრიტის შედეგად. ამ დროს მკვეთრად ქვეითდება წყალბადის იონების გამოყოფა თირკმლებით, სამაგიეროდ აღინიშნება ბიკარბონატების, კალიუმისა და კალციუმის გაძლიერებული გამოყოფა. არის მეტაბოლური აციდოზი. ნიშნები: წყურვილი, პოლიდიფსია, პირსაქმება, შეკრულობა, სისუსტე, პოლიურია, ჰიპოსთენურია, ადინამია, ძვლებისა და კუნთების ტკივილი, თავბრუ, რაქიტი, ზრდის შეფერხება, ოსტეომალაცია, ჩონჩხის დეფორმაცია, პათოლოგიური მოტეხილობები, თირკმლის ჭვალი, ნეფროლითიაზი. სინონიმები: ოლბრაიტის სინდრომი, ოლბრაიტ – ბატლერ – ბლუმბერგის სინდრომი. [“3”] ბატლერ – ოლბრაიტის სინდრომი – სინდრომი ვითარდება აღმავალი პიელონეფრიტის შედეგად. აღინიშნება ბიკარბონატების, კალიუმისა და კალციუმის გაძლიერებული გამოყოფა, მცირდება წყალბადის იონების გამოყოფა. აღინიშნება მეტაბოლური აციდოზის ნიშნები: წყურვილი, პოლიდიფსია, ღებინება, პიურია, ადინამია, ძვლებისა და კუნთების ტკივილი, რაქიტი, ზრდის შეფერხება, თირკმლის ჭვალი, ნეფროლითიაზი

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა