ბაქტერიოლოგია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბაქტერიოლოგია – – (ბაქტერია და … ლოგია), მეცნიერება ბაქტერიების შესახებ, მიკრობიოლოგიის ნაწილი. ბაქტერიოლოგიას ყოფენ რამდენიმე დამოუკიდებელ დარგად; ზოგადი ბაქტერიოლოგია შეისწავლის ბაქტერიების მორფოლოგიას, ფიზიოლოგიას, ბიოქიმიას, მათ ცვალებადობასა და მემკვიდრულობას, ევოლუციას, გავრცელებასა და სხვ.; სამედიცინო და ვეტერინარული ბაქტერიოლოგია შეისწავლის სნეულებათა გამომწვევი ბაქტერიების ბიოლოგიას, მათი გამოყოფისა და კვლევის მეთოდებს, იმუნიტეტის მოვლენებს, შეიმუშავებს ადამიანისა და ცხოველების ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობის სპეც. საშუალებებს; სასოფლო – სამეურნეო ბაქტერიოლოგია შეისწავლის ბაქტერიების როლს ნიადაგის სტრუქტურის ფორმირებაში, მის ნაყოფიერებაში, მცენარეთა კვებაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებაში – (დასილოსება, დამწნილება და სხვ.); ტექნიკური – (სამრეწველო) ბაქტერიოლოგია შეისწავლის ბაქტერიების მიერ სპირტების, ორგანული მჟავების, ფერმენტების, ამინიმჟავების, ანტიბიოტიკების, ზრდის სტიმულატორებისა და სხვათა წარმოქმნის პროცესს. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა