ბევერსტედტის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბევერსტედტის სინდრომი – კანის სარკომატოზი. წარმოადგენს ლიმფორეტიკულური ქსოვილის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას, კანზე ან კანქვეშა ქსოვილში ჩნდება უმტკივნეულო, შემოფარგლული მოყავისფრო წარმონაქმნები, ლოკალიზაციის ადგილებია, ჩვეულებრივ,სახე, ყურის ბიბილო, სარძევე ჯირკვლის დვრილის ირგვლივ სათესლე პარკის კანი, მორფოლოგიურად დამახასიათებელია ნაზი ეპიდერმისი, ლეიკოციტური და რეტიკულური უჯრედებით ინფილტრაცია. მიმდინარეობა ქრონიკული. პროგნოზი კეთილსაიმედო. გვხვდება უპირატესად 5 – 10 წლის გოგონებში და 40 – 70 წლის ქალებშიც. სინონიმები: შპიგლერ ფენდტის სარკომატოზი, კაპოში – შპიგლერის სარკომატოზი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა