ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
არგიროფილია – (argyrophilia ბერძნ.argyros – ვერცხლი და philia – სიყვარული) უჯრედების ზოგიერთი სტრუქტურული ელემენტის უნარი, აღადგინოს ლითონური ვერცხლი აზოტმჟავა ვერცხლის მარილიდან. ამ დროს ლითონური ვერცხლი ილექება. არგიროფილია ახასიათებს ნეიროფიბრილებს, გოლჯის კომპლექსის ელემენტებს, რეტიკულურ ფიბრილებსა დაზოგიერთ სხვა უჯრედოვან სტრუქტურას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები 5. ორსულობა და მშობიარობა