ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
აქრომატული თითისტარა – (fuscus achromaticus) უჯრედის გამყოფი აპარატი, რომელიც შედგება ორი ტიპის სუსტად ღებვადი ცილოვანი ძაფებისაგან. ზოგიერთი მათგანი უწყვეტად მიდის მიტოზით გაყოფადი უჯრედის ერთი პოლუსიდან მეორისაკენ, აერთიანებს რა ასეთნაირად ორი უჯრედის ცენტრის ცენტრიოლებს. სხვა აქრომატული ძაფები, რომლებსაც ზოგჯერ ქრომოსომულებს უწოდებენ, აერთებს ცენტრიოლებს ქრომოსომების ცენტრომერებთან. ეს ძაფები მონაწილეობს ქრომოსომების გადაადგილებაში უჯრედის პოლუსებისაკენ ანაფაზის დროს. მთლიანად აღწერილი ბოჭკოვანი წარმონაქმნი გაყოფად უჯრედში თავისი ფორმით თითისტარს ჰგავს. ხშირად ამ სახელწოდების ნაცვლად ხმარობენ ტერმინს „აქრომატული ანუ გამყოფი აპარატი“, გულისხმობენ რა ამ აღნიშვნაში ძიძისტარასა და ცენტრიოლებიანი ცენტროსომების ერძობლიობას. ცენტროსომების რიცხვის მიხედვიძ აქრომატული აპარატი შეიძლება იყოს უნი – , ბი – ან მულტიპოლარული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები 5. ორსულობა და მშობიარობა