ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ბელის დამბლა – მიმიკური კუნთების დამბლა, ჩვეულებრივ სახის ცალ მხარეს; შედეგია სახის ნერვის მწვავე ნევროპათიისა. დაავადების პროვოცირებას იწვევს ვირუსული ინფექცია (შესაძლოა მარტივი ჰერპესის ვირუსი). ხასიათდება სპონტანური აღდგენით; ავადმყოფთა ერთ ნაწილში ფორმირდება შეუქცევადი ნარჩენი მოვლენები მიმიკური კუნთების პარეზის ან კონტრაქტურის სახით.
ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები 5. ორსულობა და მშობიარობა