ბალთა ათეროსკლეროზული – (plax atherosclerotica) არტერიის შიგნითა კედლის კეროვანი შესქელება, რომელიც წარმოიქმნება შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდის შედეგად ლიპიდების ჩალაგების ზონაში; წარმოადგენს ათეროსკლეროზის ძირითად მორფოლოგიურ ელემენტს.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი