Tag Archives: ბალთა

ბალთა მოხუცებულობითი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბალთა მოხუცებულობითი – (plax senilis) უჯრედშორისი ნივთიერების უსტრუქტურო დაგროვება ტვინის ქსოვილში, რომელიც გარშემორტყმულია გასქელებული აქსონების წნულით და მაკრო – და მიკროგლიის ბირთვებით; ვლინდება მოხუცებულობითი ჭკუასუსტობის დროს, უპირატესად თავის ტვინის ქერქის შუბლის წილებში, ჰიპოკამპში და იშვიათად, ქერქქვეშა წარმონაქმნებში. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3.

Read More

ბალთა ათეროსკლეროზული

ბალთა ათეროსკლეროზული – (plax atherosclerotica) არტერიის შიგნითა კედლის კეროვანი შესქელება, რომელიც წარმოიქმნება შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდის შედეგად ლიპიდების ჩალაგების ზონაში; წარმოადგენს ათეროსკლეროზის ძირითად მორფოლოგიურ ელემენტს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი