ბუდე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბუდე – ლექსიკოლოგიაში, 1. მორფოლოგიური – (ან სემანტიკური) კავშირით გაერთიანებული სიტყვების ჯგუფი. განარჩევენ ბუდის რამდენიმე სახეობას: ძირეული ბუდე მოიცავს ერთი ძირისაგან ნაწარმოებ ფორმებს. მაგ., კაცი, კაცმა, კაცები; კაცური, სიკაცე, უკაცრიელი. სინონიმურ ბუდეში ერთიანდება დაახლოებით ერთნაირი მნიშვნელობის სიტყვები. მაგ., პატივი, ღირსება, სახელი. სემანტიკურ ბუდეში შედის სხვადასხვა გვარეობებთან ერთი და იმავე დამოკიდებულების გამომხატველი სიტყვები. მაგ., ზოგადი "შვილის" ”ვერდით გვაქვს: ბავშვი (ადამიანის შვილი), ხბო (ძროხისა), კვიცი (ცხენისა), თიკანი (თხისა), ბატკანი (ცხვრისა) და სხვ. ეტიმოლოგიური ბუდე აერთიანებს სხვადასხვა ბგერადობისა და მნიშვნელობის სიტყვებს, რომლებიც ერთი ძირიდან მომდინარეობენ. მაგ., ძეწკვი და ჯაჭვი. სუპლეტიური ბუდე მოიცავს კატეგორიანაკლ ფორმებს, რომლებიც შეივსება სხვა ძირის სიტყვებით. მაგ., დრონაკლი ზმნები: არის –  – იყო – იქნება; რიცხვნაკლი ზმნები: აიღო – აკრიფა, აბია – ასხია და სხვ. 2. ერთ სალექსიკონო სტატიაში წარმოდგენილ სიტყვათა მორფოლოგიურად – (ან სემანტიკურად) გაერთიანებული ჯგუფი. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა