გაკებუშ – გეიერ – გეიმანოვიჩის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაკებუშ – გეიერ – გეიმანოვიჩის სინდრომი – ტვინის ათეროსკლეროზის ცრუ ალცჰეიმერისებური ფორმა – ფსიქიკური დარღვევების სიპტომოკომპლექსი, განვითარებული მოხუცებულობის ასაკში. ვლინდება ჭკუასუსტობით, რომელიც შერწყმულია უმაღლესი ქერქული ფუნქციების კეროვან დარღვევებთან – (აფაზია, აპრაქსია, აგნოზია). დაავადების არსია ტვინში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა და ნერვულ უჯრედთა და ბოჭკოების დისტროფია ძირითადად საფეთქლისა და თხემის მიდამოში. სინონიმი: ალცჰეიმერისებური სინდრომი. [“3”] გაკებუშ – გეიერ – გეიმანოვიჩის სინდრომი – (სინ.: ფსევდოალცჰეიმერის დაავადება) ფსიქიკური დარღვევის სიმპტომთკომპლექსი; წარმოიქმნება მოხუცებულობისწინა და მოხუცებულობით ასაკში და ვლინდება ჭკუასუსტობით, რომელიც შერწყმულია უმაღლესი ქერქული ფუნქციების კეროვან დარღვევებთან (აფაზია, აპრაქსია, აგნოზია და სხვ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა