გამეტა

გამეტა – მომწიფებული სასქესო უჯრედი; განაყოფიერების პროცესში გამეტების შერწყმით იწყება ახალი ორგანიზმის განვითარება მშობლების გენური პროგრამის მიხედვით.გამეტები – (gametae ბერძნ.gametes – მეუღლე – ქმარი და gamete – მეუღლე – ცოლი) მამრობითი და მდედრობითი სასქესო უჯრედები – (სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი). იხ. უჯრედები სასქესო. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) (1)

გამეტა (gamete) – მრავალუჯრედიანი ორგანიზმების რეპროდუქციული უჯრედი, რომელიც უზრუნველყოფს მემკვიდრული ინფორმაციის გადატანას. გამეტები ჰაპლოიდურია; ორი გამეტის შეერთებისას წარმოიქმნება დიპლოიდური ზიგოტა, საიდანაც ვითარდება მრავალუჯრედიანი ორგანიზმი. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.